გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.