სერგეი ლავროვი სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს - მედია
1747237380
"პარტიების აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა დიალოგია" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირი ეფუძნება დემოკრატიულ პრინციპებს, რაც მრავალპარტიულ სისტემას ნიშნავს.
"ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში. ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას. პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია. ადამიანები დათმობებზე მიდიან და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და, სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და თვლიან, რომ გაუგებარია პოზიცია, რატომ უნდა იყოს აკრძალული საქართველოსთვის ის, რაც დაშვებულია ევროპული სახელმწიფოებისთვის. დასახელდა მოლდოვის, უკრაინის და გერმანიის კონკრეტული მაგალითებიც.