პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობას - კალაძე

kakha kaladze

პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფას,- ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როდესაც პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, არის მისი გადაწყვეტილება. მე რა თქმა უნდა ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან სამწუხარო. ყველაზე მეტს პოლიტიკოსები საუბრობენ. მათ ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.