პარტნიორობის მომხრე ვართ, როდესაც ის შედეგზეა ორიენტირებული - ირაკლი კუპრაძე ოპოზიციის ალიანსზე

ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ისინი პარტნიორობის მომხრე არიან, თუმცა პარტნიორებს ძალიან დიდი ყურადღებით არჩევენ.

როგორც პოლიტიკოსმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, პარტნიორობა და ერთობები მიზანშეწონილად მხოლოდ მაშინ მიაჩნიათ, როდესაც ის შედეგზეა ორიენტირებული.

"პარტნიორობის მომხრე ვართ და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ. პარტნიორობა და ერთობები მიგვაჩნია მიზანშეწონილად მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის შედეგზე ორიენტირებული, კავშირშია კონკრეტულ ნაბიჯებთან, არჩევნებთან და ა.შ. ასე ვიქცეოდით ყოველთვის და ყოველთვის ძალიან კარგი, კეთილსინდისიერი პარტნიორი იყო ლელო ყველა თანამშრომლობის პირობებში", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.