პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პქრლამენტი

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კენჭისყრის შედეგები ასეთია:

83 მომხრე, 0 წინააღმდეგი.

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის  მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.