სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილემ გააჟღერა
1770150450
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები განსაზღვრა.
კომისია 14 წევრით დაკომპლექტდება, რომლის ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება.
კომისიაში შვიდი წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, შვიდი – ოპოზიციას. კერძოდ, სამი კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, სამი – „ხალხის ძალას“, ერთი კი – „ევროპელ სოციალისტებს“.
კომისია საქმიანობას აპრილის ბოლომდე აპირებს, რათა საქართველოში არსებული მაღალი ფასების მიზეზები შეისწავლოს.