„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის მეთაური ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს.