„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ბრიტანელ მსახიობსა და კომიკოს რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ლონდონის სადუორკის სამეფო სასამართლოში გამოცხადდა.
მოსამართლემ ბრენდი „სექსუალურ მტაცებლად“ დაახასიათა და მისი ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა.
ბრენდი 2004-2009 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ერთი გაუპატიურებისა და სამი სექსუალური ძალადობის ეპიზოდში, რომლებიც ოთხი ქალის მიმართ განხორციელდა.
კერძოდ, მას 9 წელი მიესაჯა 2009 წელს 21 წლის ქალის გაუპატიურებისთვის. დამატებით 18, 9 და 8-თვიანი სასჯელები კი სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდს უკავშირდება.
ამასთან, ბრენდი გაუპატიურების ორ სხვა ეპიზოდსა და უხამსი თავდასხმის მცდელობის ერთ ბრალდებაში გაამართლეს.
ბრიტანელი მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ქალებთან მისი ყველა სქესობრივი ურთიერთობა თანხმობით ხდებოდა.
ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, რასელ ბრენდს სასჯელის ორი მესამედის, ანუ 7 წლის მოხდას ციხეში მოუწევს. გათავისუფლების შემდეგ კი დარჩენილ ვადას პირობითი გათავისუფლების პირობებით მოიხდის. იგი ასევე უვადოდ იქნება შეყვანილი სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში.