1768679274
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს შეურაცხმყოფელად, "ილია ვტაროიდ" მოიხსენიებს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე გია ხუროშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ხუროშვილი ამბობს, რომ უკრაინულ ეკლესიაში პეტრე კოლხის აღვლენილ წირვას დაესწრო და ეს დღე მისთვის "განსაკუთრებულად ემოციური იყო".
უგრეხელიძე კი ამავე პოსტის კომენტარებში უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს შეურაცხმყოფელად „ილია ვტაროიდ“ მოიხსენიებს. „მამა პეტრე ლექსების წერის გამო არ განდევნა ილია ვტაროის ოფისმა? მაშინ ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი რატომ არიან წმინდანები?“- წერს უგრეხელიძე.












