„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუდმივი მუქარა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
„მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ამის ფონზე მუდმივი მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, ძალისმიერად თუ არა ძალისმიერად, რაღაც შეკრებებზე მოლაპარაკებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და აურევენ ქვეყანას, რასაკვირველია, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის, იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკურად მათ უჭერს მხარს“, - განაცხადა ვოლსკიმ.