„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. საუბარია პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე.
კონფერენციის მონაწილეებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გუშინ, დღის ბოლოს, მიღება გამართა. ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამს მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.
საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, საღამოზე შესაძლებლობა ჰქონდა, ფორუმის მონაწილეებთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
"ვახშმის ფარგლებში იყო შესაძლებლობა, რომ გვქონოდა საუბარი კოლეგა მინისტრებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გვესაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენს დღის წესრიგზე და ასევე გვესაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონს შეეხება. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად კარგი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.