ქეთა თოფურიას პროტეჟე, ქართველი მომღერალი ტასო სისაური გათხოვდა – ვინ არის მისი რჩეული

ტასო სისაური

რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე ქართველი მომღერალი ტასო სისაური, სასცენო სახელით TASSO, დაქორწინდა. 22 წლის მომღერალი, რომლის პროდიუსერიც ჯგუფ „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურიაა, რჩეულთან ერთად ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ტასოს რჩეული 23 წლის ყაზახი ბიზნესმენია, რომელიც გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელია. წყვილის ქორწილი ასტანაში გაიმართა. ცერემონია გასაიდუმლოებული იყო და სტუმრებს გადაღების უფლებაც არ ჰქონდათ.

ტასო სისაური ფართო საზოგადოებამ 2019 წელს რუსული მუსიკალური პროექტიდან „ახალი ხმა“ გაიცნო. ის ვალერი მელაძის გუნდში მოხვდა და ფინალისტი გახდა. მოგვიანებით მისი კარიერით ქეთა თოფურია დაინტერესდა და პროდიუსერობა შესთავაზა. სწორედ ქეთამ წარადგინა ახალგაზრდა მომღერალი „ა-სტუდიოს“ კონცერტზე.

ანასტასია სისაური 2004 წელს ივანოვოში დაიბადა, ეროვნებით ქართველია და ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს სწავლობს.

✕