მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს მიმართა და წარმატება უსურვა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი. ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება!“ - წერს პაპუაშვილი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს მიიღებს.