მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა, მას პოლიტიკური რესურსი არ აქვს - ლილუაშვილი

ლილუაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, როდესაც "ქართულ ოცნებას" ელექტორალური შემცირების, დეგრადაციის თუ იმიჯის მძიმე დაზიანების პერიოდი აქვს, მერაბიშვილი თავისი განცხადებებით, მაშველი რგოლის როლში გამოდის.

ლილუაშვილის თქმით, მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და მას პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.

"ყოველ ჯერზე, როდესაც "ქართული ოცნება" მაქსიმალურად დაზიანებულია საზოგადოებაში, განიცდის სერიოზულ ელექტორალურ შემცირებას, დეგრადაციას თუ იმიჯის მძიმე დაზიანებას, მერაბიშვილი ყოველთვის გამოდის, თითქოს მაშველი რგოლი და რაღაცას ისეთს ამბობს, რაც საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ეგრე არ არის, რომ ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა და კაცია. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა და ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკური რესურსი არ აქვს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.