მამუკა მდინარაძე: თუ რეზოლუციას მხარს დავუჭერდით იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპელმა პარტნიორებმა აიძულეს სააკაშვილი პოლიტპატიმრად ეღიარებინათ

mamuka mdinaradze

გაჩნდა თუ არა რადიკალური ოპოზიციისთვის რისკი, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას იმ წამსვე შეჩხირეს სააკაშვილის თემა და სცადეს, რომ ორი კურდღელი დაეჭირათ ამით. თუ მხარს დავუჭერდით იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპელმა პარტნიორებმა აიძულეს სააკაშვილი ეღიარებინათ პოლიტპატიმრად. თუ არ დავუჭერდით, და იცოდნენ რომ ასეც მოვიქცეოდით, იტყოდნენ იმას, რასაც ამბობენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი კვირაში“ განაცხადა.

„იმ ნარატივს აჰყვნენ შემდეგ „ნაცები“ და იმისათვის, რომ ბოლომდე გაეშავებინათ ქვეყანა და „ქართული ოცნება“ თქვეს, რომ შესაძლებელია დოკუმენტის ერთ ნაწილს დაუჭირო მხარი და მეორეს არა. უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც ეს თქვეს ჩვენი და ქვეყნის დასაზიანებლად, არ ახსოვდათ 2008 წლის რეზოლუცია. წლების განმავლობაში მათი ერთადერთი და თანაც უსუსური არგუმენტია ის, რომ 2008 წლის რეზოლუციაში ქართველის სამხედროების მიერ ომის დაწყების ჩანაწერს იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ იქ ოკუპაცია ეწერა პირველად და ასეთი რაღაცები და სხვანაირად არ გამოდიოდა. მათი დღევანდელი არგუმენტი რომ ერთი წამით დავუშვათ თეორიულად, რომ რეზოლუციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება და მეორის არა, მაშინ რატომ არ დააფიქსირეს, რომ იმ ნაწილს მხარს არ უჭერდნენ. ანუ პირდაპირი და განზრახული ღალატი ჩაიდინეს? ისედაც ასე გააკეთეს, როდესაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ჰბრალდებოდათ ომის დაწყება. თუ ეს შესაძლებელი იყო, მაშნ მათ თავადვე აღიარეს ღალატი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

სხვა სიახლეები