მაია ბითაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამოგზაუროდ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად საქართველოს დასახელება შეაფასა.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ რაოდენ სწორ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და განსაკუთრებით საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, როდესაც ქვეყანა ორ ძალიან დიდ, ცხელ კონფლიქტს შორის იმყოფება. საქართველო მონიშნულია იმ ძალიან მცირე რაოდენობის სახელმწიფოებთან ერთად, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მგზავრობისთვის“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.