1759434862
მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისა და მესაზღვეებისთვის, გადასტანი ყუთი დილით ვერტმფრენმა ჩაიტანა

ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისა და მესაზღვეებისთვის, გადასტანი ყუთი დილით ვერტმფრენმა ჩაიტანა.
მესაზღვრეები სამუშაო ადგილას, ხოლო თუშეთში მყოფი 23 პირი ხმას ომალოს ადმინისტრაციულ ცენტრში მისცემს.თავად ახმეტის მერობის კანდიდატმა ალექსი ფიცხელაურმა ხმა ახმეტაში მისცა. ფიცხელაურის თქმით, დღეს ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ქვეყნის წინსვლას.მთლიანად, ახმეტის მუნიციპალიტეტში 24 საარჩევნო უბანია გახსნილი და 30 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.