უკრაინამ რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და სარაკეტო გემი დაბომბა

სარაკეტო გემი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და სარაკეტო გემი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„ონეგის ტბის რაიონში დაზიანებულია მცირე სარაკეტო გემი „ბუიან-მ“. დაზიანების ხარისხი დგინდება“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იუწყება, მათ ლენინგრადის ოლქში მდებარე კირიშის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაც დაბომბეს.

უკრაინული მხარის ცნობით, აღნიშნული ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთში. მისი წლიური სიმძლავრე 18,4 მილიონ ტონა გადამუშავებულ ნავთობს შეადგენს.

ამასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რადიოლოკაციური კომპლექსი „ჰარმონი“ გაანადგურეს.

„აგრეთვე დარტყმა მივაყენეთ მტრის შეიარაღებული ძალების მერვე არმიის სამეთაურო პუნქტს, რომელიც დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარეობს. მიზანი მიღწეულია. შედეგები ზუსტდება“, - დასძინეს გენშტაბში.