საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი - ან გახდეს რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე და მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან, ან მოვიდეს აქ - თავისუფლების დასაცავად თავისუფლების მოედანზე - თინა ბოკუჩავა

ბოკუჩავა

მზადება საპროტესტო აქციისთვის - ოპოზიციის ნაწილი საკუთარ გეგმებზე საუბრობს. შეკრების ორგანიზატორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ არჩევანი - ან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გახდეს სპეცოპერაციის თანამონაწილე, ან თავისუფლების დასაცავად, რუსთაველის გამზირზე აქციაში მიიღოს მონაწილეობა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი - ან გახდეს რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილე და მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბნებთან, რომელთაც სინამდვილეში საარჩევნო პროცესთან არაფერი აქვს საერთო, ან მოვიდეს აქ - თავისუფლების დასაცავად თავისუფლების მოედანზე. დარწმუნებული ვარ საქართველოს უამრავი მოქალაქე და განსაკუთრებით უამრავი ახალგაზრდა გამოვა სწორედ თავისუფლების მოედანზე თავისუფლების დასაცავად“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

ყოფილი გენპროკურორი მურთაზ ზოდელავა ოპოზიციურ გეგმაზე საუბრობს, რაც, მისივე განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამოსვლაა.

"ქართველ ერს აქვს ერთადერთი გეგმა - თბილისელი გამოვიდეს თბილისში, სხვა დიდი-პატარა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ თბილისში, გაამაგრონ ერთმანეთი და მშვიდობიანი რევოლუციის ერთიანი ფერხულით გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან. მთელი რუსთაველის გამზირი არის მთავარი ეპიცენტრი. რუსთაველის გამზირი არ არის რაღაც გეოგრაფიული დანომრიანობა, კორპუსები, თავისუფლების, რესპუბლიკის მოედანიც და თავად რუსთაველიც - ეს სივრცე ქართველი ხალხის არის“, - აცხადებს პოლიტიკოსი, ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა.