ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
არ ვფიქრობთ, რომ ვინმესთან რამე კავშირი უნდა გავწყვიტოთ. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ ბლოკის წევრები, არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ვიღაცის კარნახის მიხედვით და ვიღაცების მითითებით, ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი.
იგი ევროკავშირთან მიმართებაში შეერთებული შტატების მხრიდან მხილებებზეც ამახვილებს ყურადღებას.
„შეერთებულმა შტატებმა რეალურად ამხილა ევროკავშირი იმ მაქინაციებში, კორუფციულ გარიგებებში, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ვართ იმის მომსწრენი, რომ ევროკავშირი არის ის სტრუქტურა, ის ბიუროკრატია, რომელიც ხშირ შემთხვევაში რადიკალურ ძალებს აფინანსებს.
არ ვფიქრობთ, რომ ვინმესთან რამე კავშირი უნდა გავწყვიტოთ. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ ბლოკის წევრები, არ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ვიღაცის კარნახის მიხედვით და ვიღაცების მითითებით. ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანასთან, ყველა ორგანიზაციასთან - იქნება ეს ევროკავშირი, შეერთებული შტატები თუ ცალკეული ქვეყნები, დავამყაროთ თანასწორუფლებიანი ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
დღეს „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა — არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული."
წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით, ევროკომისია სოციალურ მედიაპლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ კონტენტს და ევროპის მასშტაბით, არჩევნებში ერეოდა. დოკუმენტში გამოაშკარავებულია ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის 6 ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.