VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
ფაქტია, რომ იყო აშშ-ის სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას ეხმიანება, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მისცემს უფლებას, გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში, რათა თავს დაესხან ამერიკელებს და მის პარტნიორებს, მაგალითად, ისრაელს.
მახაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ დამახინჯებული ლიბერალური იდეოლოგიის ეპოქა ნელ-ნელა დასარულს უახლოვდება.
„ამერიკამ, როგორც მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა, გადაწყვიტა გაწევა ამ პროცესებისგან. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღ პროცესებს. სხვა საზოგადოებების და სახელმწიფოების პატივისცემას და ეროვნული ინტერესებიდან და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების განვითარებას და არა სხვადასხვა უკანონო სქემებით და გზებით სხვა საზოგადოებებში გავლენების მოპოვებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.