მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დეკრეტული შვებულების თანხას ეხება
1792008699
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს საუბრობდა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრანგი სენატორების მიერ კომიტეტის დონეზე კანონპროექტის მხარდაჭერას, რომელიც უცხოურ ჩარევებთან და გავლენებთან ბრძოლას ისახავს მიზნად.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.
„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტის გამყარებაზე. გარე ჩარევა არის გამოწვევა, მით უმეტეს, არჩევნების ფონზე. ვინ, თუ არა საქართველომ ვიცით ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ასეთი ჩარევების პრევენციას მოახდენს და საფრანგეთი სწორედ ამას აკეთებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიმართლეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.