„ფუტკრების" შეჭრა და „სისხლით სავსე მიწები“ - ვრცელდება მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის
1766782083
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
იგი ელჩ პეტერ ფიშერთან რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრების შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით საელჩოში 15 იანვარს გაიმართა.
„არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს რადიკალებს - აქციები თავის ძალას კარგავს, დიდი ხანია, დაკარგული აქვს და იმისთვის, რომ მათ მუხტი მოემატოს, უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს.
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა და აჟიოტაჟის ხელოვნურად გაზრდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ.