„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
ალბათ, ყველა, ვისაც ჯინსის შარვალი ერთხელ მაინც სცმია, დაფიქრებულა იმაზე - თუ რატომ აქვს მას მარჯვენა მხარეს პატარა ჯიბე და რა პრაქტიკული დანიშნულების მქონეა ის.
როგორც ირკვევა, საუკუნეების წინ ჯინსებს ეს მცირე ზომის ჯიბეები იმიტომ მიაკერეს, რომ მათში ადამიანებს საათები შეენახათ. აღსანიშნავია, რომ პირველად ის 1873 წელს, Levi’s 501 მოდელზე გაჩნდა. იმ პერიოდში მაჯის საათები ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ სპეციალური ჯიბის გარეშე საათის ტარება მოუხერხებელი იყო. მართალია დროთა განმავლობაში ძველებური საათები მოდიდან გადავიდა და დღეს მათ არავინ იყენებს. თუმცა, პატარა ჯიბე ჯინსის შარვლის განუყოფელ ნაწილად იქცა.