პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, მათ შორის განხილულ იქნება ცვლილებები „გრანტების შესახებ კანონში“

პარლამენტი

 პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნება „გრანტების შესახებ კანონში“, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანის მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცება და მისი განვითარებაა.

„ისეთი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელშიც არა მხოლოდ რეგიონი იმყოფება, შეუძლებელი იქნება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თითოეული მოქალაქისთვის“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.