„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო იერიშების პარალელურად, რეგიონში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან მოქალაქეების მასშტაბური ევაკუაცია იწყება.
"როიტერის" ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირან-სომხეთის საზღვარი 400-მდე ადამიანმა გადაკვეთა. მათი უმეტესობა ირანიდან ევაკუირებული მოქალაქეა.
მედიის ცნობით, თეირანი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უპირატესობა აზერბაიჯანსა და სომხეთს მიანიჭონ. საზღვართან მყოფები ჟურნალისტებთან ირანში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ თეირანი პრაქტიკულად მთლიანად დაცარიელებულია - მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, საავადმყოფოები და ავტოგასამართი სადგურები.