„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია, სულ მცირე, 335 ადამიანი. გამთენიისას, ბეირუთის სამხრეთით საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
ისრაელის სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნეს ევაკუაციის ახალი ბრძანება ათზე მეტი ლიბანური სოფლისა და ქალაქისთვის და აღნიშნეს, რომ დარტყმები გარდაუვალია.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ დღეს დილით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე გაშვებული რამდენიმე რაკეტა დააფიქსირეს და მათი უმეტესობა გაანადგურეს.