ხმაური პარლამენტში - პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებს ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა, სადაც „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის“ კანონპროექტს განიხილავენ.

დარბაზის დატოვებას წინ დარბაზში მცირე ხმაური უძღოდა.

ხმაურით განახლდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები იმართება.