კელი დეგნანი არის დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი, ელჩის კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

კარენ დონფორი

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ კელი დეგნანი არის საქართველოში აშშ-ს დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი და მას ნებისმიერ დროს მხარს დავუჭერ“,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდიმ განაცხადა. 

„ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პრემიერმინისტრს ვესაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უსამართლოდ აკრიტიკებს ელჩს, აქვს მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას“,- ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.