ძლიერი ლოცვები, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ
1756102456
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს პარტიულ აქტივთან.
დღეს კახა კალაძე გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების პარტიულ ოფისებს ესტუმრა.
წინასაარჩევნო გარემო და სამზადისი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დედაქალაქში დაგეგმილი სიახლეები იყო შეხვედრების მთავარი თემა.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თქვენ კი ხართ ის ხალხი, ვინც მოქალაქეებამდე უნდა მიიტანოთ ყველა სიახლე და გეგმა, რასაც მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებთ.
ამდენად, თქვენი ჩართულობა, თქვენი მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში არის უმნიშვნელოვანესი.
როგორც იცით, უამრავი მაგარი პროექტი განვახორციელეთ გასული წლების მანძილზე თბილისში, ყველა ხედავს რამდენად მასშტაბური სამუშაო გავწიეთ, რომ თბილისი ყოფილიყო უფრო მწვანე, უფრო
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული ტრანსპორტით, მოდერნიზებული ქუჩებით, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც ერთობლივი ძალისხმევით, პრობლემის გადაჭრის ზუსტი ცოდნით უნდა ვუპასუხოთ.
რაც მთავარია, ზურგს გვიმაგრებს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში გამართულ შეხვედრას თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.