ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდას ეძებენ
1756215314
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია არ შეუერთდება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ინიციატივას. ამის შესახებ მან ბერლინში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კანადის მთავრობა და კანადის პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არიან პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პოზიციის შესახებ. ჩვენ არ შევუერთდებით ამ ინიციატივას. არ მიგვაჩნია, რომ ამჟამად სახელმწიფოს აღიარების პირობები რაიმე ფორმით შესრულებულია. ამ მხრივ ჩვენ კვლავ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე დღისა და საათის მოვლენებმა ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვალა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთი და კანადა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ.