"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან მძიმეა, როდესაც უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსული თანხები ხმარდება ქვეყნის შიდა პოლიტიკას და ყველა თავმოყვარე განვითარებული ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს, იგივე მოიმოქმედა საქართველომ. ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპის საბჭოს მიმართვას წევრი ქვეყნებისადმი, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ მონაცემების გაზიარების თაობაზე.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი გამოიყენება.
„ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და დასაბუთების გარეშე, რომელიც ხმარდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ეს ძალიან მძიმეა და ყველა თავმოყვარე განვითარებული ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს. იგივე მოვიმოქმედეთ ჩვენ - გადავდგით შესაბამისი ნაბიჯი, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ გაურბის არცერთ თემას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში ევროინტეგრაციის შესახებ.
„არ არსებობს თემა, სადაც ჩვენ დისკუსიის გამართვა არ შეგვეძლოს, ან მონაწილეობა არ მივიღოთ. „ქართული ოცნება“ არ გაურბის არცერთ თემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში.
ზოგადად, ევროპულ კურსს რაც შეეხება, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულე, დაბრკოლება და უსამართლო დამოკიდებულებაა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.