12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
1786823741
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი უკვე დაეშვა. ავიარეისის შესრულებლის პარალელურად, საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შესვლას აკონტროლებენ.
რუსული 'აზიმუტის" დაფრენას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. "ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში დასვა არასასურველი რეისი" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.