ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება

ირაკლი კობახიძე

 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს, რომელიც დღეს გაიხსნება და 5 თებერვალს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა, ასევე მონაწილეობას მიიღებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მთავარი მიმართულება ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო განვითარებაა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

ირაკლი კობახიძე დუბაის, დელეგაციასთან ერთად, გუშინ ეწვია. საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი დახვდა.