იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. ინიცირებული პაკეტის მიხედვით, მკაცრდება შვიდი, მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები.
გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
გრანტის მისაღებად, მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.
იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით და ერთი შესწორებით, ცვლილებები გუშინ დაამტკიცა. თუ მეწარმე იურიდიული პირი, პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებოდა. ცვლილების თანახმად, კანონის, მეორედ დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ცვლილების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული აღარ მოხვდება.
"შემოდის ცვლილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი უცხოური სახელმწიფო, იურიდიული, ან ფიზიკური პირი, როდესაც დააპირებს, რომ გადმორიცხოს გრანტი პოლიტიკური მიზნით, დაექვემდებარება შესაბამის ნებართვას.
პოლიტიკური პარტიებისა და აქტორების შემთხვევაში, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული აღარ მოხვდება, ეს არის ჩვენი მიზანი. უფრო მეტიც, ეს გვქონდა საარჩევნო დაპირებად, რომ სამშობლოს სუვერენიტეტს განვამტკიცებდით, ქვეყანას კიდევ უფრო წინ წავიყვანდით", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.