1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილი არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, აღვადგინოთ და ნორმალურ რეჟიმში მოვიყვანოთ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებია, საქართველოსა და ამერიკას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ამავე დროს, წერილში ღიად არის გაცხადებული საქართველოსთან დამოკიდებულების კუთხით პრობლემების შესახებ.
„ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული პროცესები. ვგულისხმობ ირონიულად „მეგობრობის აქტად“ წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ, საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ, ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.