„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვაში დახარჯული თანხების კონკრეტიკა საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება.
„რაც შეეხება ძლიერ თავდაცვას და შეიძინა თუ არა რაიმე წლების განმავლობაში თავდაცვისთვის სახელმწიფომ - ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება. ჩაშლილად ინფორმაციას ვერ მოგცემთ, გასაიდუმლოებულია, რადგან არავინ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ შეიარაღებაში იხარჯება ეს ყველაფერი. ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.