ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში

პრემიერი

დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქუჩაში დღისით მზისით კლავდნენ ადამიანებს.

„იყო ქუჩაში ადამიანების მკვლელობები სახელმწიფოს რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდა კრიმინალური წარსული ან რაღაც დანაშაულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები და ამის მაგალითია ბუტა რობაქიძეც, რომელიც საერთოდ არ იყო  კავშირში კრიმინალთა და ასეთი ადამიანი ქუჩაში დღისით მზისით მოკლეს, რადგან საჩვენებელი მკვლელობები ჰქონდათ დაგეგმილი. საჩვენებელი მკვლელობები იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში. ამას აკეთებდნენ ქუჩაში ადამიანების მკვლელობით. დაახლოებით 150 ადამიანი მოკლეს ქუჩაში ახალგაზრდები სწორედ ამ შიშის დათესვის მცდელობის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

✕