ირაკლი კობახიძე: როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს ამ ყველაფერს

ირაკლი კობახიძე

როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მიეცეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი.

„ორმაგ სტანდარტსაც რომ თავი დავანებოთ, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მიეცეს. ორმაგი სტანდარტის მიღმაც ეს არის ძალიან მძიმე შეფასების საგანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

✕