პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1759173191
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.
„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.