„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
1764620999
არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ აკოორდინირებს პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას.
„ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა საკვანძო საკითხი ცნობილია. ერთობლივი კომპანია ფუძნდება, ჩვენი წილი აქედან არის 33,3%, მიწის გასხვისების უფლება არ აქვს ამ ერთობლივ კომპანიას და მის საკუთრებაშია ეს მიწა. თვითონ მიწას, თავისი ავტონომიური დატვირთვა აღარ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ ის არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი და იქ აშენდება გარკვეული ნაგებობები და ის მიწა იქნება დამაგრებული კონკრეტულ ნაგებობებზე, ანუ თავისი ავტონომიური დატვირთვაც არ ექნება. სხვა ყველაფერი სპეკულაციაა. რაც შეეხება განაშენიანებას, ეს ყველაფერი გავა საკრებულოების სხდომებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა დეტალი. ეს არის აბსოლუტურად კომერციული შეთანხმება. რაზეც საუბრობენ, თითქოს მეჩეთები უნდა აშენდეს, არც ერთ ასეთ დეტალს არ შეიცავს ეს ხელშეკრულება. ყველაფერი არის სპეკულაციები. ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს აკოორდინირებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მოლდოვას ისედაც გავასწარით 12,5 მილიარდი დოლარით ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს ამ სხვაობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას. ესენი არიან „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ერთი ხელიდან იმართება ის პროცესი, რომელიც მიმართულია ამ სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.