გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - ახალი დეტალები
1766232131
დღევანდელ პლენარული სხდომაზე ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება. კანონმდებლები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ირაკლი ხახუბიას ხსოვნას, რის შემდეგაც სხდომა დასრულებულად გამოცხადდება.
ასევე არ ჩატარდება დღეისთვის დაგეგმილი "მინისტრის საათი", რომელზეც იუსტიციის მინისტრის მოსმენა იგეგმებოდა.
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას დღეს დაკრძალავენ. ის "ქართული ოცნების" წევრი და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.