1730906177
ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს
საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს, დღეს სიტყვით მიმართავს, მანამდე კი, ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის გახსნის ცერემონიას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში” წერს, რომ პარტნიორებთან ერთად, უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს.
ის პირისპირ უკვე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს. ანტონიო გუტიერეშს, ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებსაც მართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.