მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ერთობის მიზეზი მარტივია, პოლიტიკური ძალები ისედაც არიან წინააღმდეგობაში, საპროტესტო აქციებში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, აქტუალურ თემებზე ერთი პოზიცია გვაქვს და ამიტომ, რაც უფრო კოორდინირებული იქნება ეს ფორმატი, იქნება უკეთესი პროცესებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ნამდვილად იგეგმება ერთიანობის ფორმატის გაცნობა საზოგადოებისთვის.
„ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ეტაპის გაერთიანებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც გზები გაიყო. თუმცა ახლა ის ძალები, რომლებიც დარჩენილი არიან წინააღმდეგობისა და საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მათ შორის საპროტესტო ელექტორატის მხრიდანაც იყო მოთხოვნა, რომ ეს ძალები, რომლებიც ისედაც ერთიანი ვართ, კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული ვიყოთ როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებზე მუშაობისას. ეს არის და ეს. საზოგადოება დამატებით დეტალებს გაიგებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, ამ ერთობაში მონაწილეობას მიიღებს. მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არ არის, სხვებიც იქნებიან. გახარიას პარტიას სხვა პოზიცია აქვს, მათ პროტესტში და წინააღმდეგობაში მონაწილეობა არ სურთ. ამიტომ, მგონი, მათ პარტიას სხვებიც არ განიხილავენ ამ ერთობის წევრად, „ლელოს“ პოზიციას კი, თავად „ლელო“ უკეთ ახსნის.
ამ ერთობის მიზეზი მარტივია – პოლიტიკური ძალები ისედაც არიან წინააღმდეგობაში. საპროტესტო აქციებში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, აქტუალურ თემებზე ერთი პოზიცია გვაქვს და ამიტომ, რაც უფრო კოორდინირებული იქნება ეს ფორმატი, იქნება უკეთესი პროცესებისთვის. ამას ვფიქრობდით და იგეგმება ნამდვილად ერთიანობის ფორმატის გაცნობა საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით არ არის საარჩევნო პროცესი და ვერ იქნება. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი არ მიმდინარეობს და ვერ გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.