1772396034
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს
ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე თქმით, ინციდენტის დროს, რომელიც დღეს დილით მოხდა, სამი F-15 გამანადგურებელი ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და ჩვენ მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის მიმდინარე ოპერაციაში. ექვსივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ კატაპულტირდა, ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტაბილურად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.










