მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
შემოვლითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, გადაარეგისტრირეს ესტონეთში თავისი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები და დაგეგმეს საქართველოში თანხების ფარული შემოტანა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გრანტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ევროკომისარმა მარტა კოსმაც დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ გზებს ეძებენ საქართველოში თანხების შესატანად და ჰელსინკის კომისიაზე ორგანიზაციები დაასახელეს, რომლის მეშვეობითაც აკეთებენ ამ ყველაფერს.
„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ასეთი აქციები იყოს კანონის ჩარჩოებში, ეს მოთხოვნა კონსტიტუციაში წერია. თქვენ თუ იტყვით, რომ მე არალეგიტიმური ვარ, ეს არანაირ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს საქართველოს სახელმწიფო წყობილების დამხობის მოწოდებასთან დაკავშირებით, ან წინაპირობის შექმნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა გრანტების შესახებ კანონპროექტი. მიმდინარე კვირას პროექტი დამტკიცდება. ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ექსტრემიზმთან ბრძოლასაც.