,,გვექნება ჩვენი გეგმა, დღის წესრიგი, რომელსაც ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ ხელშესახები შედეგი დადგეს" - ტატა ხვედელიანი ფასების რეგულირებაზე

ტატა ხვედელიანი

 რიგით მეორე შეხვედრა - დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხილ-ბოსტნეულისა და წვენების კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.

წინა შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს, ფასების შესწავლის პროცესში ჩასართავად, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის ინიციატივით მიმართავს. კომპანიამ უნდა შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს რეკომენდაციები.

ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე.

ინიციატივას კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ის ფორმა, რომლითაც "ქართული ოცნება" ფასების დაწევას ცდილობს, შედეგს არ გამოიღებს.

"ფასების დაკლება, მით უმეტეს, ხილ-ბოსტნეულზე ძალიან მნიშვნელოვანია. იმას, რასაც ვხედავთ დღეს, რა ფორმითაც ცდილობს "ოცნება" ამ ფასებზე ზემოქმედება მოახდინოს და დაწიოს, შედეგს არ გამოიღებს.

გვექნება ჩვენი გეგმა, დღის წესრიგი, რომელსაც ვთავაზობთ მათ იმისთვის, რომ ხელშესახები შედეგი დადგეს. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაგრძელება", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.