გურამ მაჭარაშვილი: წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე - არაფერი ვიცი, კვლევა არ ჩამიტარებიაო

მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

მისი თქმით, გამოძიების დაწყებასაც კი ეფექტი ჰქონდა და გამოჩნდა რეალური სახე ე.წ. BBC-ის წყაროების.

„წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა და კითხვის ნიშანს არსად სვამდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე - მე არაფერი ვიცი, კვლევა არ ჩამიტარებიაო და ა.შ.

გამოძიების დაწყებასაც კი ეფექტი ჰქონდა და დავინახეთ რეალური სახე ამ ე.წ. წყაროების. რას დააბრალებენ ერთმანეთს, ეს ჩვენი საქმე არ არის - იდავონ ერთმანეთში. BBC აუცილებლად იქნება მოპასუხე „ქართული ოცნების“ და მოუწევს ყველაფრის დამტკიცება. მისი წყაროს ასეთი უარყოფებით კი არ მგონია, კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალება ჰქონდეს.

ვიმეორებ, BBC-იმ რის საფუძველზეც გაავრცელა ინფორმაცია, წყარო ყოველივეს უარყოფს და ბუნებრივია პროცესზეც იგივეს იტყვის. ეს დღე მალე დადგება - „ქართული ოცნების“ წინაშე გამოვა BBC და როცა ვერაფერს იტყვის, მოუწევს წყაროს მოშველიება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.