გურამ მაჭარაშვილი: წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება და გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება

გურამ მაჭარაშვილი

წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე რომ ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, ეს გეწყინება,- განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ყულევის ნავთობტერმინალის ევროკავშირის სასანქციო პაკეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ საქართველოს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით დარღვევა არ ჰქონდა.

„გვახსოვს, 2 წლის წინ შავი ხვრელების კამპანია რომ დაიწყეს ე.წ. „ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა, რომ შავი ხვრელებია ხალხო, ჩამოდით საქართველოში, დაბომბეთ, ომი დაიწყეთ და ჩამოაგდეთ ხელისუფლებაო. აღმოჩნდა, რომ, ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ არაფერი ჰქონდა საქართველოს დარღვევა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. პირიქით, თქვეს, რომ საქართველო იყო პირნათელი ამ სანქციების შესრულების თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქე ხარ, მერე რა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ და შენი ქვეყნის ასეთ მნიშვნელოვან ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, გეწყინება, თან იმდენად, რომ გეტკინება“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.