1773233930
თუ ხშირად გხვდებათ თვალში ე.წ. “ანგელოზის რიცხვები“ - რას ნიშნავს ეს
სინქრონულობა არის მოვლენა, როდესაც ერთმანეთთან თითქოს დაუკავშირებელი ფაქტები ერთდროულად ხდება. სწორედ ამ კონცეფციასთან არის დაკავშირებული ე.წ. ანგელოზის რიცხვები - განმეორებადი ციფრების კომბინაციები, როგორიცაა 111, 222, 777 და ა.შ.
სიმბოლურად მიიჩნევა, რომ ასეთი რიცხვები ადამიანებს გარკვეულ მიმართულებასა და რჩევას აძლევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი და იგივე რიცხვს ან ციფრების კომბინაციას ხშირად ხედავთ მოკლე დროში.
რიცხვების მნიშვნელობის იდეა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში წარმოიშვა. ფილოსოფოსი პითაგორა მიიჩნევდა, რომ რიცხვები ენერგიის ვიბრაციების ფიზიკური გამოხატულებაა.
განმეორებადი რიცხვები
ხშირად ადამიანებს ერთი და იგივე ციფრები სხვადასხვა ადგილას ხვდებათ. მაგალითად, მაღაზიაში გადახდისას, ვიდეოს ხანგრძლივობაში ან ტელეფონზე საათის ნახვისას.
რიცხვები და მეტაფიზიკა
2000-იანი წლების დასაწყისში ავტორმა Doreen Virtue რამდენიმე წიგნი დაწერა რიცხვების კომბინაციებში დამალული გზავნილების შესახებ. მან ასეთ ციფრებს „ანგელოზის რიცხვები“ უწოდა.
დროთა განმავლობაში ეს იდეა მეტაფიზიკური თემებით დაინტერესებულ საზოგადოებაში ძალიან პოპულარული გახდა. სოციალური ქსელების განვითარებამ კი ამ თემას კიდევ უფრო დიდი გავრცელება მოუტანა. განაგრძეთ კითხვა...
კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700











